LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
ლაშა გვასალია

ლაშა გვასალია

lasha gvasalia

ლაშა გვასალია არის გამოცდილი საჯარო მოხელე და რეგიონული მმართველი, რომელიც ფლობს მნიშვნელოვან გამოცდილებას ადმინისტრაციული და კულტურული სფეროების მართვაში.

საჯარო სამსახური: წლების განმავლობაში ეკავა მაღალი ადმინისტრაციული თანამდებობები. ის მუშაობდა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) ადმინისტრაციის უფროსად, სადაც პასუხისმგებელი იყო რეგიონული მმართველობის სტრუქტურის ეფექტურ ფუნქციონირებასა და საორგანიზაციო საკითხების კოორდინაციაზე.

კულტურული და შემოქმედებითი საქმიანობა: აქტიურად არის ჩართული კულტურის განვითარების საქმეში. ამჟამად არის საქართველოს მწერალთა და შემოქმედთა კავშირის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონალური ხელმძღვანელი, რაც ხაზს უსვამს მის როლს რეგიონში ლიტერატურული და შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობაში.

ამ შემოდგომურ მირჟებს...

✍️ ლაშა გვასალია
📅 2025 წ.
👁️ 39 ნახვა
გათიბულ ბალახებიდან
ვიღებ ყვავილთა ღეროებს,
გავცქერი ზეცის გამსერავ
კისერწერწეტა წეროებს...
ყაბალახივით ეხვევა ჩალა
თხმელას და კურთხევა
უნდა მოსავალს, თოლიგე,
და მე თავდებად ვუდგევარ
ამ შემოდგომურ მირაჟებს
უფლის ზამთრეულ ხარებას,
ჭალისპირების ფერადებს -
ნისლიან შემომკრთალებას...
თვალებბრიალა გოგონას
ქარს აყოლილი სხეულით,
მტრედ აფრენილი მკერდით და
შილიფად მზე მოხვეულის...
სხვისი კერიის სინათლეს,
და სხვისას საჭირნახულოს,
რავქნა ცხადად ვერ ვიჩემებ,
სიზმრად ყოველღამ ვნახულობ...
ნაღვლიანდება დაისი -
ნეკერჩხლის ფოთლით მღუარი,
ვეტყვი: წამამყევ, ქალობავ,-
მაგრამ რომ მტკიცოს უარი?
ეგრევე გავცავმტვერდები
მზე სიყვარულის პატრონი,
ლექსო, მე და შენ დავრჩებით
ამ საგიჟეთში მარტონი...
მერე და... მერე, რა მერე?
მერე სიცოცხლე ძნელია,
გავყვები უსასრულობით
იმ სიზმრისეულ ლელიანს,
რომელმაც გამომასიტყვა,
სიკვდილს რომელიც მიქადის,
მერე არ მითხრა, სიტყვაო,
ასე გულდასმით გიყვარდი...
გათიბულ ბალახებიდან
ვიღებ ყვავილთა ღეროებს,
გავსცქერი ზეცის გამსერავ
ყელწაგრძელებულ წეროებს!..
← ყველა ლექსის ნახვა

სხვა ლექსები ავტორისგან