ირაკლი ბერიშვილი
ირაკლი ბერიშვილი დაიბადა 1994 წლის 24 ივნისს, ქალაქ ზუგდიდში.
იგი ცხოვრობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში.
არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
პოეზია მისთვის სულიერი სამყაროს გამოხატვის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა, სადაც თითოეული სიტყვა ემოციას, განცდასა და ცხოვრებისეულ ხედვას ატარებს. მისთვის ლექსი მხოლოდ მხატვრული ფორმა არ არის — ეს არის შინაგანი ფიქრების, ადამიანური სითბოსა და გულწრფელი განცდების გადმოცემის გზა, რომელიც მკითხველამდე სულიერი სიახლოვით და სიმძაფრით აღწევს.
მარიონეტი თოვლი
✍️
ირაკლი ბერიშვილი
👁️
16 ნახვა
ქალი დაცვენილ ფოთლებს რომ წვავდა,
ბაღი უეცრად გათეთრდა თითქოს.
ზამთარი ასე, შორიდან გვწამლავს
და შეაძულა სიცივეს სითბო.
ისე მოუხდა სითეთრე ქუჩებს,
ისე უხდება სახლებს სიცივე.
ბეღურა ბუდეს იკეთებს ბუჩქთან,
რომ აირიდოს ცივი სისველე.
ანათებს ქუჩებს ლამპიონები,
ძაღლების ყეფა აშინებს ქალაქს,
და თოვლი თითქოს მარიონეტივით
ასრულებს ზამთრის ყველა ცივ თამაშს.
ხმაური ესმის სოფელს მდინარის,
სიცივე, ალბათ, ფსკერამდეც ატანს.
გამოზამთრება არის გვიანი —
მდინარე თევზებს დღითიდღე კარგავს.
ბაღი უეცრად გათეთრდა თითქოს.
ზამთარი ასე, შორიდან გვწამლავს
და შეაძულა სიცივეს სითბო.
ისე მოუხდა სითეთრე ქუჩებს,
ისე უხდება სახლებს სიცივე.
ბეღურა ბუდეს იკეთებს ბუჩქთან,
რომ აირიდოს ცივი სისველე.
ანათებს ქუჩებს ლამპიონები,
ძაღლების ყეფა აშინებს ქალაქს,
და თოვლი თითქოს მარიონეტივით
ასრულებს ზამთრის ყველა ცივ თამაშს.
ხმაური ესმის სოფელს მდინარის,
სიცივე, ალბათ, ფსკერამდეც ატანს.
გამოზამთრება არის გვიანი —
მდინარე თევზებს დღითიდღე კარგავს.