LIVE
📰 მერაბ კვიცარიძის ლექცია „ცისფერყანწელებზე“ და მეგობრობის უკვდავყოფა   |   📰 🕊️ ლიტერატურა მშვიდობისთვის: „კოლხური დიადემის" ღონისძიებამ ზუგდიდში ქართულ-აფხაზური დიალოგის ახალი ეტაპი დაიწყო
ლამზირა ფირცხალავა

ლამზირა ფირცხალავა

ლამზირა ფირცხალავა თანამედროვე ქართული პოეზიის გამორჩეული წარმომადგენელია, რომლის შემოქმედება გამოირჩევა სულიერი სიღრმით, ემოციური ტკივილითა და ეროვნული განცდით. მისი ლექსები ხშირად ეხება სამშობლოს, ადამიანის შინაგან სამყაროს, რწმენას და იმ რთულ ისტორიულ გამოცდილებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას აქვს გადატანილი. პოეტის სიტყვა ერთდროულად არის ლოცვა, გულწრფელი აღსარება და ადამიანური სევდისა თუ იმედის მხატვრული გამოხატულება.
ლამზირა ფირცხალავა აქტიურად მონაწილეობს თანამედროვე ლიტერატურულ ცხოვრებაში, სხვადასხვა პოეზიის საღამოსა და კულტურულ ღონისძიებაში, სადაც მისი პოეტური ხმა განსაკუთრებული ემოციური ძალით გამოირჩევა. მისი შემოქმედება მიმართულია არა მხოლოდ ლიტერატურული ღირებულებების შექმნისკენ, არამედ საზოგადოების სულიერი გამთლიანებისკენაც.
მისი ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთხელ იქნა დაფასებული. საქართველოს მწერალთა და შემოქმედებითი კავშირისგან პოეტს ნაყოფიერი ლიტერატურული მოღვაწეობისა და კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის გადასცა „თამარიონის“ ენდალმა და ჯვარი — საპატიო ჯილდო, რომელიც ქართული სიტყვისა და ეროვნული კულტურის მსახურებისთვის გაიცემა.

სამეგრელო

✍️ ლამზირა ფირცხალავა
👁️ 259 ნახვა
...ღრუბელს ღაწვზე ცრემლი დასდის,
ეტირება, მგონია...
ეს რა ხშირად გახსენებენ,
რა ქვეყანა მქონია!!!
ახლა მიხვდა გამყიდველი
ეშმას კაკაფონიას?!
ვაი, სულო, ჩაწიხლულო
როგორ უძლებ ფორიაქს?!
ეს რა ხშირად გახსენებენ,
რა ქვეყანა მქონია? !
უბე_ უბე გამოზარდე
ერთგულიც და ორგულიც,
ს ი მ ი წ ყ დ ე ბ ა!!!
სიმი გლოვობს,
გოდებს, ტირის ჩონგური!!!
ვაი, ნანა!!!
სიძულვილი
ტყე_ ტყე ეძებს გოლიათს!
გაუხეთქეთ კლდეებს გული,
ტყეს ადინეთ ბოლია,
რათა სადმე მოჰყვეს იგი,
ვისაც სული ჰქონია?!
მაგრამ, ჩემი სამეგრელო
თუთარჩელას ტოლია!!!
...ბოღმით კვდება ცოტნეს ლანდი,
ძმაზე ტირის ზოზია!
მანდ ტერენტის სული დადის,
ლექსის ანგელოზია!!!
ფ რ თ ხ ი ლ ა დ!!!
ტყვიას ნუ დაახლით!
ჩამოგცქერით უფალი!
სულზე ხუნდებს ვერ დაიდებს
რწმენა_ თავისუფალი!
ვ ა ი, ნ ა ნ ა!!!
ორგულები
მიდიან და მოდიან,
მაგრამ ...ჩემი სამეგრელო
ორგულისა როდია?!
ეს რა ხშირად გახსენებენ!
ყველგან ყალბი ნოტია!!!
ტოტს ნუ იჭრი, დალოცვილო,
ი ს ხ ომ შ ე ნ ი ტ ო ტ ი ა ? !
ჭიშკარს ნუღარ მიუხურავ
მოყვარეს თუ ცოდვიანს!

გ ა პ ა ტ ი ე ბ ს ს ა მ ე გ რ ე ლ ო!
გ უ ლ ნ ა მ ც ე ც ა რ ო დ ი ა!!!
← ყველა ლექსის ნახვა