ჭაბუკი ქოიავა
ზღვისპირა პალმას ჩამოტყდა ტოტი
✍️
ჭაბუკი ქოიავა
👁️
51 ნახვა
კვნესის ლაშქარი ნატყვიარ ხეთა,
და მაგნოლიებს ფეთქვა სწყურიათ...
ომია... დაჭრილ სოხუმს რომ ხედავს,
წყალქვეშ ცრემლებს ღვრის დიოსკურია.
წვიმდა... ატმები იცვლიდნენ ფარჩას,
აფხაზს აებნა გზა აბჟაყვაში,
თვითმკვლელობისთვის ტყვია არ დარჩა,
ისე მოექცა ქართველთ ალყაში.
ფიცხობს, ხასიათს არ იჩენს მდედრულს,
თამარის ხიდზე ცეცხლის სვეტია,
ამ ტყვეს რა ვუყოთ? ჰკითხავენ ერთურთს,
ჩვენებს ხოცავდა - დასახვრეტია!
ზღვისპირ გიჟივით წრიალებს ქარი,
პალმების ტოტებს აწვალებს დიდხანს...
სანამ გესროდე, მითხარი გვარი!
იქნება მეცნოს, ქართველი ჰკითხავს.
ამბობს: ნუ ღელავ, დამშვიდდი ზღვაო,
ნუთუ მსგავსი არ გაგიგონია?!
ჩემი მოგვარე ყოფილხარ, ძმაო,
მაგრამ რას იზამ, ომი - ომია...
შეჩერდა, კარგი, გჩუქნი სიცოცხლეს,
თვალი დახუჭა, წასვლა აცალა,
ქართული გვარის ფასი იცოდე!
თქვა და ნაგანი ცაში დაცალა...
სოხუმში ისევ საფლავებს თხრიან...
შვილმკვდარ ქალივით გაჰკივის ჭოტი...
და იმ მეომრის საწილო ტყვიამ,
უცოდველ პალმას მოსტეხა ტოტი.
თრთის აფხაზეთი, სიყვარულს ითხოვს,
ვერ უძლებს უცხო ტომთა თარეშებს,
სროლის წინ ერთურთს გვარი რომ ვკითხოთ,
პალმა დარჩება ტოტის გარეშე...
და მაგნოლიებს ფეთქვა სწყურიათ...
ომია... დაჭრილ სოხუმს რომ ხედავს,
წყალქვეშ ცრემლებს ღვრის დიოსკურია.
წვიმდა... ატმები იცვლიდნენ ფარჩას,
აფხაზს აებნა გზა აბჟაყვაში,
თვითმკვლელობისთვის ტყვია არ დარჩა,
ისე მოექცა ქართველთ ალყაში.
ფიცხობს, ხასიათს არ იჩენს მდედრულს,
თამარის ხიდზე ცეცხლის სვეტია,
ამ ტყვეს რა ვუყოთ? ჰკითხავენ ერთურთს,
ჩვენებს ხოცავდა - დასახვრეტია!
ზღვისპირ გიჟივით წრიალებს ქარი,
პალმების ტოტებს აწვალებს დიდხანს...
სანამ გესროდე, მითხარი გვარი!
იქნება მეცნოს, ქართველი ჰკითხავს.
ამბობს: ნუ ღელავ, დამშვიდდი ზღვაო,
ნუთუ მსგავსი არ გაგიგონია?!
ჩემი მოგვარე ყოფილხარ, ძმაო,
მაგრამ რას იზამ, ომი - ომია...
შეჩერდა, კარგი, გჩუქნი სიცოცხლეს,
თვალი დახუჭა, წასვლა აცალა,
ქართული გვარის ფასი იცოდე!
თქვა და ნაგანი ცაში დაცალა...
სოხუმში ისევ საფლავებს თხრიან...
შვილმკვდარ ქალივით გაჰკივის ჭოტი...
და იმ მეომრის საწილო ტყვიამ,
უცოდველ პალმას მოსტეხა ტოტი.
თრთის აფხაზეთი, სიყვარულს ითხოვს,
ვერ უძლებს უცხო ტომთა თარეშებს,
სროლის წინ ერთურთს გვარი რომ ვკითხოთ,
პალმა დარჩება ტოტის გარეშე...